Litz Resort
მინი კლინიკა
გაჯანსაღებისა და დეტოქსიკაციის პროგრამა
„ლიც“-ის გაჯანსაღების პროგრამა შემუშავებულია ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის რეკომენდაციების მიხედვით დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ექიმების მიერ, რომლებიც ამჟამად მუშაობენ ამერიკის წამყვან კლინიკებში.
სპეციალური კომპიუტერული დანადგარით სხეულის ქსოვილოვანი შემადგენლობის განსაზღვრის შემდეგ დგება ინდივიდუალური პროგრამა დიგესტიური ყველა ტიპის ადამიანისთვის.
პროგრამის დაწყებამდე ხდება მონაწილის კლინიკური მდგომარეობის შეფასება, რისთვისაც წინასწარ შეკრებილ ინფორმაციასთან ერთად ადგილზე ტარდება კლინიკური გამოკვლევები:
• ელექტროკარდიოგრაფია;
• ექოკარდიოგრაფია;
• სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა;
სხეულის ქსოვილოვანი შემადგენლობის საფუძველზე (ცილოვანი, ცხიმოვანი, ძვლოვანი, სითხით უჯრედშორისი და უჯრედშიდა გაჯერება) ხდება კვებითი და დატვირთვის რეჟიმების შემუშავება:
კვება 4-5 ჯერადია დღეში, რომლის დროსაც მონაწილე ღებულობს ინდივიდუალურად დაბალანსებულ კერძებს და წვენებს, დამზადებულს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან.
დატვირთვის ხარისხის და ხანგრძლივობის შერჩევაც ინდივიდუალურად ხდება მიზნებისა და შესაძლებლობებისგან გამომდინარე. დატვირთვები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს:
- სიარული;
- ცურვა;
- აკვააერობიკა;
- სამეჯლისო ცეკვები;
- ჰაიკინგი;
- სავარჯიშო დანადგარები და ა.შ.
გაჯანსაღების პროგრამა გთავაზობთ ასევე დამატებით პროცედურებს:
• კოლონიკი - ნაწლავების კომპიუტერიზირებული გამორეცხვა;
ეს პროცედურა ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკების და ტოქსინების გამოძევებას, რაც იმუნური სისტემის გაძლიერებას იწვევს. ეს კი თავის მხრივ, ბევრი დაავადების სიმპტომების შემცირებას ან გაქრობას განაპირობებს.
• როგორც ემოციურად დადებით, ასევე სამკურნალო ეფექტს იძლევა სხვადასვა ტიპის მასაჟები:
- მოსადუნებელი ;
- ღრმა ქსოვილების;
- ლაზერული;
- ქაფინგი;
- ცხელი ქვებით და სხვა;
გაჯანსაღების პროგრამის რეკომენდირებული ხანგრძლივობა ორი კვირაა, თუმცა არსებობს ასევე 1, 2, 3 და 7 დღიანი პროგრამები.
პროგრამის სრული კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები ბრუნდებიან სახლში საუკეთესო განწყობით, მოზღვავებული ენერგიით და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სამედიცინო მონაცემებით როგორც ენდოკრინული, ისე გულ-სისხლძარღვთა და გასტრო-ინტესტინალური სისტემების მხრივ.
დაგვიკავშირდით: Clinic@Litzresort.Com
პლასტიკური ქირურგია
ჩვენი სასტუმროს კლინიკაში პლასტიკური ოპერაციების ფართო სპექტრს ატარებენ უცხოეთში მოღვაწე გამოცდილი ქირურგები. ისეთი ოპერაციები, როგორიცაა
- ცხვირის პლასტიკა
- ზედა და ქვედა ქუთუთოების პლასტიკა
- სახის და კისრის პლასტიკა
- მკერდის გაზრდა და დაპატარავება;
- მუცლის პლასტიკა და ლიპოსაქცია და სხვა.
კეთდება სასტუმროშივე, და პაციენტს საშუალება ეძლევა მთელი რეაბილიტაციის პერიოდი გაატაროს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 5 ვარსკვლავიან გარემოში და სახლში სრულიად გალამაზებული, ოპერაციის კვალის გარეშე წავიდეს. ამასთან, ოპერაციის და სასტუმროში ცხოვრების ხარჯი ერთად აღებული უფრო ნაკლებია, ვიდრე მხოლოდ ოპერაციის ღირებულება განვითარებულ ქვეყნებში.
ოპერაციაზე ჩასაწერად პაციენტმა უნდა რეგისტრაცია გაიაროს საიტზე და გამოგვიგზავნოს საკორექციო უბნის ფოტოები. ჩვენი ქირურგები შეადგენენ კომპიუტერულ მოდელს, რომლის პაციენტის მიერ მოწონებისა და დადასტურების შემთხვევაში დაინიშნება ოპერაცია.
კოსმეტიკური ქირურგია
ჩვენს სასტუმროშივე ტარდება აგრეთვე სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურა და მანიპულაცია, როგორიცაა:
პაპილომების და ქსანთელაზმების მოშორება
პლაზმა ლიფტინგი უახლესი მეთოდით იონიზაციის იმპულსით
სახის მოდელირება ბუნებრივი შემავსებელი ფილერებით
BOTOX- ინექცია
ოქროს მეზო ძაფები
ხელის მტევნის გაახალგაზრდავება შევსება
ბიორევიტალიზაცია
ფეხის ფორმის კორექცია
თმის მეზო თერაპია (ღეროვანი უჯრედები ადამიანის პლაცენტის 100% -ექსტრაქტი.)
ამ შემთხვევაშიც, პაციენტს მთელი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა შეუძლია 5 ვარსკვლავიან გარემოში, მაქსიმალურად შეღავათიან ფასში.
კბილის იმპლანტაცია
კბილების იმპლანტაციას აწარმოებს ჩვენი პარტნიორი კომპანია, რომელსაც საქართველოში, ევროპასა და ამერიკაში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ეს კომპანია არის საქართველოში ცნობილი გერმანული ფირმის - DXL-ის იმპლანტების ექსკლუზიური შემომტანი.
ჩვენი იმპლანტების ხარისხი უმაღლესი, ფასი კი დაბალია. „ლიც“-ის სტუმრებს გამოცდილი დენტისტები ადგილზე უტარდებენ პირის ღრუს უფასო დათვალიერებას და კონსულტაციას.
რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ხელი აქ Clinic@Litzresort.Com
თმების გადანერგვა
თმების გადანერგვას აწარმოებს ჩვენი პარტნიორი კომპანია, რომელსაც საქართველოში ამ ტიპის ყველაზე მეტი პროცედურა აქვს ჩატარებული და უამრავი კმაყოფილი პაციენტი ჰყავს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მათი მეთოდიკა მარტივია, ძალზედ ეფექტური, და ხანგრძლივ შედეგს იძლევა.
მეტი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით Clinic@Litzresort.Com
ფაგოთერაპია
ფაგები, (ანუ ბაქტერიოფაგები) - ბაქტერიების ბუნებრივი მტრები არიან. ფაგები რომ არ არსებობდნენ, დღეს დედამიწაზე ალბათ მხოლოდ ბაქტერიები იარსებებდნენ. ფაგები მიკროორგანიზმებია, რომელთაც თავისი ბირთვი არ გააჩნიათ, და იმისათვის რომ გამრავლდნენ და იარსებონ, უნდა მოძებნონ ბაქტერიები, რომელთაც ზუსტად შეესაბამისი დნმ აქვთ, ჩაინერგონ შიგნით და იქ გამრავლდნენ. გამრავლებული ფაგები ხეთქავენ ბაქტერიას, გარეთ გამოდიან და შემდეგ სხვა ბაქტერიებში ინერგებიან. ამგვარად ისინი ჯაჭვური რეაქციით ვრცელდებიან ყველა ბაქტერიის მოსპობამდე, და მერე თვითონაც კვდებიან, რადგან ვეღარ მრავლდებიან.
ბუნებაში ყველა სახის ბაქტერიას თავისი შესაბამისი ფაგი ჰყავს. ჩვენი კომპანიის განკარგულებაშია ფაგების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია, რომელიც ელიავას სახელობის თბილისის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტს აქვს. აღსანიშნავია, რომ ფაგები მოქმედებს მხოლოდ თავის შესაბამის ბაქტერიაზე და აბსოლუტურად უვნებელია სხვა ტიპის ბაქტერიებისთვის, ასევე ადამიანის, ცხოველის და მცენარის უჯრედებისთვის. ამიტომ, ანიტიბიოტიკებისგან განსხვავებით, ფაგების გამოყენებით შესაძლებელია მხოლოდ „ცუდი“ ბაქტერიების მოსპობა, და „კარგი“ ბაქტერიების შენარჩუნება, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის. ამავე დროს, ბაქტერიებმა წლების განმავლობაში გამოიმუშავეს მდგრადობა ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკების მიმართაც კი. მაგრამ ისინი ვერ ხდებიან ფაგების მიმართ მდგრადი, რადგანაც ფაგებიც ცოცხალი ორგანიზმებია, და იმისათვის რომ გადარჩენ, ისევე უნდა განიცადონ მუტაცია, როგორც ამას ბაქტერიები აკეთებენ.
ფაგებით შესაძლებელია სრულად განიკურნოს ისეთ ქრონიკული ბაქტერიული დაავადებები, რომლებსაც ვერ ერევა ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკებიც კი.
მეტი ინფორმაცის მისაღებად და დასარეგისტრირებლად დაგვიკავშირდით Clinic@Litzresort.Com